მარილიანი ხსნარი - უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალებაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ცნობილი.
როცა ექიმებს წამლები და სადეზინფექციო საშუალებები არ ჰყოფნიდათ, მარილიანი ხსნარი წარმატებით იყენებოდა სერიოზული ჭრილობების მოსარჩენად.
რუსი ქირურქი შეგელოვი - პირველი იყო, ვინც მარილიანი სახვევი დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ გამოიყენა. ღრმა ჭრილობებზე ადებდნენ ხელსახოცს, რომელიც ჰიპერტონულ მარილიან ხსნარში იყო დასველებული და რამდენიმე დღეში ჭრილობა შეხორცებული იყო.
მარილს საოცარი აღმდგენი თვისება აქვს, ის აღადგენს ყველანაირ დაზიანებულ ქსოვილს. ასევე, მარილი ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ რეგენერაციის პროცესს. ამ საოცარი თვისებების გამო მარილის გამოყენება სხვადასხვა დაავადების დროს ძალზე ეფექტურია.
მარილიანი ხსნარი კურნავს ქოლეცისტიტს, ნეფრიტს, ქრონიკულ აპენდიციტს, აქრობს ანთებით პროცესს ფილტვებში, ეფექტურია სახსრების რევმატიზმის, ოსტეომელიტის, გამწვავებული ალერგიის დროს და რა თქმა უნდა, ჭრილობების შესახორცებლად.
მარილიანი სახვევების მეშვეობით შესაძლებელია ხველების მორჩენა - საკმარისია, შეიხვიოთ ბეჭები და რამდენიმე საათში მდგომარეობა საკმაოდ უკეთესი იქნება. სურდო, თავის ტკივილი და ბრონქიტი გაივლის, თუკი მარილიან ხსნარში დასველებული ბინტით თავს ან ყელს შეიხვევთ, დაიდებთ ცხვირზე.
ცნობილია კიბოსგან განკურნების შემთხვევები: კანისა და მკერდის კიბოსგან განიკურნენ პაციენტები, რომლებმაც სასწაულმოქმედი მარილის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადეს.
მარილიანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია სახვევებად, თუმცა არავითარ შემთხვევაში კომპრესის სახით. იმისათვის, რომ მოამზადოთ მარილიანი ხსნარი, 1 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ 90 გრ სუფრის მარილი - დაახლოებით 3 სუფრის კოვზი. კარგად აურიეთ, რომ მარილი სრულად გაიხსნას. ასე მიიღებთ 9-პროცენტიან მარილიან ხსნარს. შემდეგ აიღეთ 8 ფენად დაკეცილი მარლა, გააჯერეთ ის მარილიან ხსნარში და დაიდეთ პრობლემურ ზონაზე, ზემოდან შემოიხვიეთ ბინტი. უმჯობესია, ასეთი სახვევები ღამით გაიკეთოთ.
მარილიან სახვევებს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და კლავს სხვადასხვა ინფექციას. მოქმედებს რა ლოკალურად, ის ეფექტურად იწოვს სითხეს კანქვეშა ფენიდან და კიდევ უფრო ღრმა ქსოვილებიდან, კლავს მიკრობებსა და ვირუსებს, ასევე, სხვა დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. სახვევის მოქმედების დროს ქსოვილის აღდგენაც ხდება, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია და ლიმფის მიწოდება აქტიურდება. ამ მოქმედებების გამო, პრაქტიკულად, ნებისმიერი ავადმყოფობის ლიკვიდაციაა შესაძლებელი!