მოცეკვავე ანი ჯაჯანიძემ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ახალ ფოტოები გამოაქვეყნა. ანი აშკარად შეცვლილია, რამდენიმე კილოგრამი აქვს დაკლებული. რასაც როგორ თავად წერს დიეტის წყალობით მიაღწია.
- ანი, როგორ მიაღწიე ასეთ კარგ შედეგს?
- საზოგადოებაში როცა ვამბობ, დიეტაზე ვარ-მეთქი, ჰგონიათ, რომ ვშიმშილობ, ან რაღაც გამოგონილ კეფირის ან მაწვნის კვებაზე ვარ. დიეტა ქვია, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ ეს სწორი კვებაა, ცხოვრების სტილია და არა შიმშილი.
ძალიან სასიამოვნო პროცესია პირადად ჩემთვის, კვების კონტროლი. მსუქანი, მოგეხსენებათ არასდროს ვყოფილვარ ისედაც, თუმცა რომც ვყოფილიყავი დროთა განმავლობაში ამ მეთოდით მაინც ჩავდგებოდი ფორმაში. მოკლედ რომ ვთქვა, აუცილებელია, სწორი კვება, სწორი ძილი და აუცილებლად ვარჯიში. შეიძლება გახდე, მაგრამ თუ არ ვარჯიშობ ფორმები დახვეწილი მაინც არ გექნება. ასევე, მხოლოდ ვარჯიშით, თუ კვებას არ შეუწყეთ, ვერ მიიგებთ სასურველ შედეგს.
- დიეტა არასდროს დაგირღვევია?
- ზოგჯერ არის, ფსიქოლოგიური მომენტი, ფიქრობ, ბევრს ვვარჯიშობ და არა უშავს თუ ბევრს შევჭამ, ან ცხიმიანს შევჭამ, ან ცომეულს… მაგრამ ეს მცდარი მიდგომაა. რა თქმა უნდა, რაც გიყვარს და არ შეესაბამება სწორ კვებას, ის ათაში ერთხელ შეიძლება, შეჭამო, მცირე ულუფებით, მაგრამ ამას სისტემატიური ფორმა არ უნდა ჰქონდეს.
მე ასე ვთვლი, მთელი საიდუმლო სისტემატიურობაშია, სწრაფი შედეგი ყველას გვინდა, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინების უნარი გვმართებს, ნებისმიერი მიზნის მიღწევისათვის. ნებისმიერი წარმატებისთვის.
იხილეთ სრულად