ჩეჩნური ქორწილი შედგება მთელი რიგი სპეციალური რიტუალებისგან, რაც მოიცავს სიმღერას, მუსიკას და ცეკვას. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმაოდ მარტივი დღესასწაულია და შესასრულებელიც რთული არაფერია, მაგრამ საქმე ასე არ არის.
ჩეჩნური ქორწილის ტრადიციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ძალიან მკაცრი და განსაკუთრებული სიზუსტით იცავენ, ყველა იმ პუნქტის გათვალისწინებით, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა წინაპრებისგან.
უცნაურია, მაგრამ დღემდე მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა ამ სადღესასწაულო ტრადიციებში. ასე რომ, თანამედროვე ქორწილიც ძალიან ჰგავს ძველს.
ფოტოები, რომლებსაც ამჯერად წარმოგიდგენთ, ერთი შეხედვით, საკმაოდ მძიმეა, რადგან თითქოს ისე ჩანს, რომ პატარძალი ძალიან უბედურია.
მოქმედება ერთ-ერთ ჩეჩნურ სოფელში ხდება. ოჯახის ახლობლები პატარძალს სამახსოვრო ფოტოს უღებენ მშობლების სახლში, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უნდა დატოვოს.
როდესაც დრო მოდის, რომ პატარძალი მშობლიურ სახლს ემშვიდობება, გოგონების უმრავლესობა თავს ვერ იკავებს და ტირის.
მიუხედავად იმ სტერეოტიპისა, რაც ჩეჩნურ ოჯახებზე ჩამოყალიბდა, რომ ქალი დაჩაგრულია, ამ შემთხვევაში პირიქით უნდა ითქვას, რომ დაოჯახებისას ძალიან დემოკრატიულები არიან. ჩეჩნეთში ძალით გოგონას არავინ ათხოვებს, რადგან მათ რელიგიურ კანონებს ეს ეწინააღმდეგება. ქალბატონების მიმართ ძალიან დელიკატური დამოკიდებულება აქვთ, იქნება ეს შვილი, და თუ უბრალო ნაცნობი. ყველა მამაკაცი ვალდებულია, პატივისცემით მოექცეს ქალბატონს და პატივი სცეს მის არჩევანს.
იხილეთ სტატია სრულად