ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშის გაშლის ფაქტს ეხმაურება.
კანდელაკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემფირას ვიდეოს შემდეგი ტექსტით აქვეყნებს:
"დაანებეთ ზემფირას თავი. ის გენიოსია. შეშლილია. ის არ ფიქრობს, რომ უკრაინას ოლიგარქები მართავენ. რომ არსებობს 10-15 ოჯახი, რომლებიც პოროშენკოს ჩათვლით, წყვეტენ ყველაფერს. რომ სააკაშვილი და პოროშენკო ერთ ინსტიტუტში სწავლობდნენ კიევში.
რომ ქვეყანას ისინი, როგორც კერძო საკუთრებას უყურებენ, რომელსაც შეთანხმებისამებრ გაიყოფენ. რომ უბედური ხალხი იღუპება, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს იმ ადამიანების ინტერესებს სწირავენ, რომლებიც მათი სახელებითაც კი არ დაინტერესდებიან.
იხილეთ სტატია სრულად