ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება - ის, რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე თვეში მოასწრო.
ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გაუძლო. წყვილს ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავს, რომელსაც 2 წელი შეუსრულდა. გოგონას დაბადების დღე აგარაკზე აღნიშნეს, სადაც პატარებმა ზღაპრის გმირებთან ერთად მოილხინეს. დაბადების დღეს ულოცავს ქალიშვილს ირაკლი კუტალაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: "დღეს ჩემი პატარა პრინცესას, ელენე კუტალაძის დაბადების დღეა. მინდა, რომ მან ყველაფერში აჯობოს მშობლებს, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. p.s. ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ, რა თქმა უნდა, დედაჩემის შემდეგ".
"ჩემი გოგო ორი წლის გახდა" - წერდა ნინი სოციალურ ქსელში. პატარა იუბილარმა დედის მეგობრებისაგან ბევრი მილოცვა მიიღო.
სტატია და ფოტოგალერეა იხილეთ სრულად