კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, პროცესი 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.
მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა; პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
Ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა პარიზიდან თბილისში ჩამოფრინდა. რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი საფრანგეთში, უცნობია.
Ambebi.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ლელა წურწუმია, მეგობრები კი აცხადებენ, რომ მამულიჩას დაკავების შესახებ ინტერნეტიდან შეიტყვეს.
იხილეთ სტატია სრულად