"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დაწყება 2 ოქტომბერს იგეგმებოდა.
თუმცა ბოლო დროს "რუსთავი 2"-ში განვითარებულმა მოვლენებმა სერიალის გეგმები შეცვალა. რამდენიმე მსახიობმა სერიალი დატოვა. ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი "იმედზე" გადავიდნენ სამუშაოდ.
მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, მაყურებლის დიდი ნაწილი ითხოვდა ძველი კატო კირვალიძის, ნინო გაჩეჩილაძის ეთერში დაბრუნებას.
ისინი ვერაფრით ეგუებოდნენ ნინო გაჩეჩილაძის ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებას. როგორც ჩანს, "ფორმულა კრეატივმა" უამრავი ადამიანის სურვილი გაითვალისწინა და ნინო გაჩეჩილაძე კვლავ სერიალში მოიწვია. ისიც თავის ადგილს დაუბრუნდა. გაგრძელება