სოციალურ ქსელში ახალი ინტერნეტსიმპათია გაჩნდა. ერთ-ერთი კლინიკის ახალგაზრდა ექიმის, მეან-გინეკოლოგის, ირაკლი ვერულაშვილის ფოტომ დღეს ქართული ინტერნეტსივცრე მოიცვა.
სიმპათიური ექიმის ფოტო, როგორც ჩანს, თავად კლინიკამ, რეკლამის მიზნით გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში სწრაფადაც გავრცელდა.
ფოტოს უამრავი გაზიარება და მოწონება აქვს, მაგრამ მთავარი და ყურადღებამისაქცევი მაინც კომენტარებია.
ქალებმა (და არც მამაკაცებმა) უყურადღებოდ არ დატოვეს ახალგაზრდა სიმპათიური ექიმი და უამრავი კომენტარი დატოვეს მის ფოტოზე:
"ეს სურათი გააზიარეთ ყველამ და 20 წელიწადში ჩინელებივით ვიქნებით."
"აიკიდებდა ქალი რამეს."
"ალბათ მალე ფეისბუქის გვერდიც გაჩნდება "ჩვენ შვილი გვინდა ირაკლი ვერულაშვილისგან"...
"გადამალეთ ეს ბიჭი, თორემ ცუდად აქვს საქმე."
"ვაიმეე... მშობიარობის დროს ამ ბიჭს რომ ვხედავდი, ტკივილი მივლიდა."
"დასათვალიერებლად მაინც მივიდეთ ამ კლინიკაში."
"ვაიმე, ძალიან მომწონს, ჩამწერეთ მიღებაზე."
"ირაკლი, არანაირი გინეკოლოგიური პრობლემები არ მაქვს და თუ მიმიღებ მაინც ასეთს, გამიხარდება :დდდ არ გამრიყო ამის გამო რა (("
"ამის ხათრით კიდევ ერთს გავაჩენდი."