მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნებას. ნაწილის აზრით, ნინო ბევრად უფრო კარგად გაართმევდა როლს თავს, ვიდრე ამას ლელა მებურიშვილი აკეთებდა.
სოციალურ ქსელში, ლელას და ნინოს მხარდამჭერებს შორის ''ჩემი ცოლის დაქალების'' ''ფეისბუქის" გვერდზე სერიოზული ომი გაიმართა:
''აუ ეს სულ სხვაა. იმას უფრო უხდებოდა. ლელა სვეტსკი კატო იყო, ეს პირიქით. უკეთესი ვიზუალიც აქვს ლელას.''
''ლელას აქვს უკეთესი ვიზუალი? ასე ვერ ითამაშებდა ლელა ვერასდროს''.
''ძალიან კარგად ითამაშებდა... მეც შევეჩვიე ლელას''.
''ნინო ძაან გამხდარი და გაჩეჩილია, ნერვოზიან ქალს გავს. ცოტა დააწყნარონ''.
''ლელას ნათესავები ხართ?"
''ნინო ყველაზე ბუნებრივად მორგებულია. გამიხარდა, რომ დააბრუნეთ, ამოვისუნთქე''.
''რა სასაცილოა უბრალოდ ლელას ვიზუალის შედარება ნინოსთან, გარეგნობა კი არა თამაში წყვეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერს, რა თქმა უნდა, შედარება არც შეიძლება ნინოს კატოსი ლელას კატოსთან, იმიტომ, რომ ლელა ვერ ირგებდა ამ როლს''. იხილეთ სრულად...