ახალნამშობიარები ქეთა თოფურიას თამამმა ფოტომ "ინსტაგრამზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - Marao

ახალნამშობიარები ქეთა თოფურიას თამამმა ფოტომ "ინსტაგრამზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია

2015-12-02 14:32:54+04:00

ნოემბრის ბოლო რიცხვები ქეთი თოფურიამ დუბაიში გაატარა. თაყვანისმცემლებმა ქეთას ფოტოს ხილვის შემდეგ, სადაც იგი ულამაზეს საცურაო კოსტიუმში პოზირებს, ერთხმად აღნიშნეს, რომ 29 წლის მომღერალი მშობიარობის შემდეგ უფრო ლამაზად, ქალურად და სექსუალურად გამოიყურება.

თავად ვარსკვლავი ასე არ თვლის: იგი მიიჩნევს, რომ კიდევ რამდენიმე კილოგრამის დაკლება არ აწყენდა.

ქეთა თოფურია შვილის გაჩენის შემდეგ საბოლოოდ დაბრუნდა ფორმაში. 30 ნოემბერს ჯგუფ A'Studio-ს სოლისტმა საკუთარ "ინსტაგრამ-გვერდზე" დუბაიში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ხელმომწერები აღაფრთოვანა ქეთას ფიზიკურმა ფორმებმა. სურათზე მომღერალი ფირუზისფერ მაცდურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

"მშვენიერი ფორმაა მშობიარობის შემდეგ!". "ქეთი, გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ აღიდგინეთ ფორმები? როგორ მოიშორეთ მუცელი? ეს სპორტის დამსახურებაა თუ გენეტიკის?", "თქვენ ისეთი ლამაზი ხართ. ტანი - ბომბაა! ახლად გამომცხვარი დედიკოს კვალობაზე საოცრად გამოიყურებით" - აღტაცებით უკომენტარებენ თაყვანისმცემლები.