ავსტრალიელმა მომღერალმა სამეცნიერო ხარისხი ისე მიიღო, რომ უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია.
სახელგანთქმულმა ბრიტანულმა უნივერსიტეტმა Anglia Ruskin-მა მას ვალეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამიერიდან სრული უფლება აქვს, საკუთარ თავს დოქტორი მინოუგი უწოდოს და ხელიც ასევე მოაწეროს.
ვარსკვლავს ასეთი საპატიო ტიტული სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიანიჭეს. 2005 წელს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, მაშინ 43 წლის ვარსკვლავმა დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული ოპერაციის წყალობით სნეულება მალე დაამარცხა.
მას მერე არა მხოლოდ სცენას დაუბრუნდა, არამედ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო და მკერდის სიმსივნის პროფილაქტის პროპაგანდას შეუდგა.