შვიდ ნოემბერს "ნიჭიერის" მომდევნო ტურში ნიკა გვარამიას ნაცვლად ჟიურის წევრობა სოფო ნიჟარაძეს დააკისრეს.
სოფომ, სანამ ჟიურის წევრებს შეუერთდებოდა, "ნიჭიერის" სცენაზე იმღერა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა. კონკურსანტებს დაჰპირდა, მკაცრი ჟიურის წევრი არ იქნებოდა, რადგან კარგად ესმოდა მათი.
"ნიჭიერის" "ფეისბუქგვერდზე" ადმინმა სოფოს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ნიკას ნაცვლად, ჟიურის ადგილი დღეს სოფო ნიჟარაძემ დაიკავა! ელოდით მის ხილვას ჟიურის წევრად?" ადმინის კითხვას უამრავი კომენტარი მოჰყვა, ბევრი აღფრთოვანებულია სოფოს გარეგნობით და სიმღერით და წერენ, რომ ის ძალიან საყვარელია. გაგრძელება