ქეთა თოფურია აქტუალობას არასდროს კარგავს. ყოველთვის მოდური, მხიარული, აქტიური და... სკანდალურია.
მისი სხვადასხვა ნაბიჯი თუ ფოტო ხშირად იწვევს აჟიოტაჟს, აზრთა სხვადასხვაობას. მომღერალს არც შვილის გაჩენის შემდეგ დაუკარგავს საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება, მით უმეტეს, რომ მშვენიერ ფორმაშია და სცენასაც მალე დაუბრუნდა.
ამჯერად მისი თაყვანისმცემლები "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულმა ორმა ფოტომ ააღელვა. პირველზე ქეთა უმაკიაჟოდ არის აღბეჭდილი, მორიგი გადაფრენის წინ - ასე მიაწერა ქეთამ ფოტოს და სავარაუდოდ, აეროპორტში მყოფს ან იქ წასვლამდე აქვს ეს ფოტო გადაღებული. რატომღაც ქეთას თაყვანისმცემლების დიდ ნაწილს ეს ბუნებრივი ფოტო არ მოეწონა და უარყოფითი კომენტარებით აავსეს მომღერალი. გაგრძელება