ნანუკა ჟორჟოლიანმა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კეტები".
იხილეთ ფოტო
ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და "ფეისბუქმომხმარებლები" ერთმანეთს დაუპირისპირა. ფოტოს კომენტარებში ვკითხულობთ:
"კომენტარებზე გული გაგისკდება ადამიანს, რა ჩვენი საქმეა, მოდაზე აცვია, ეხლა ყველა აიტაცებს (დააგვიანდა, რაღა დროს კეტებია) მაგარი კაცია... ვაი, ჩვენს პატრონს".
"ამან სულ რომ ვარდისფერი ქუსლიანებით იაროს, მაინც აჯობებს ყველა ნაცს ერთად აღებულს ადამიანობითაც და ვიზუალითაც.
ნაცებს არ უხდებათ ვარდისფერი"?
"აქცენტი სხვა რამეზეა მანდ და არა ვარდისფერზე".
"რომელ ნაცს ჯობნის, გეხვეწები, მითხარი. ვიცე-პრემიერია, ზოოპარკის დირექტორი ხო არაა, ტაიგერ კეტები რო აცვია, ისიც არ იცის, სად რა უნდა ჩაიცვას".
"ანოუკები" აცვია?! ო.ღ.ჩ რა ის არ იკმარა, წვერი რომ მოუშვა, ეხლა ეს "წიგროვები" კიდე.. ნუ.. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად კალაძეზე ჩემი მხრიდან, ნებისმიერ მინისტრს ასე რომ სცმოდა და "გაბუნდღნულიყო", იგივეს ვიტყოდი.. ჰო, გმადლობთ ყურადღებისთვის."
"ძაანაც ორიგინალური მოდაა შარვალ-კოსტუმზე კედი. როგორც წვერი აიტაცეს, აიტაცებენ ეხლა ამასაც ზოგიერთი ბიჭები, თუმცა რასაც უნდა, იმას ჩაიცვამს, რა ჩვენი საქმეა. ფოტოშოპი მგონია რატომღაც".
"საქმე გააკეთოს და ეცვას მოდურად, მაგრამ ჩაცმის კულტურა აუცილებელია, ყველას მოეთხოვება, მით უმეტეს, თანამდებობის პირს"...
"ეს კაცი ხო, მარა კეტებსაც დენმა ხია".
"გემოვნებაზე არ დავობენ".
იხილეთ ფოტო