ყოფილი ტელეწამყვანის, ხატია სიჭინავას შესახებ ბოლო დროს სხვადასხვა საიტი ავრცელებს ფრაზებს, რომლებიც ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აქვს მას ნათქვამი.
კერძოდ კი, მისი და მისი მეუღლის, სპორტსმენ რამაზ ნოზაძის ურთიერთობის შესახებ, სადაც ხატია სიჭინავა მამაკაცის და ქალის ღალატთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს:
"ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. როცა კაცი იჩენს საყვარელს, ამ დროს ოჯახი უკვე დანგრეულია და ცოლი უნდა წავიდეს სახლიდან....
რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი: როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას აკეთებ და ის ჩემამდე ასი წელი არ მოვა, მაგრამ საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს. შენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ოჯახი გაგილანძღოს-მეთქი."
ყოფილი ტელეწამყვანი გააღიზიანა მის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელიც მის მოსაზრებებს მოჰყვა და სოციალურ ქსელზე დაპოსტა:
"ეხლა დამირეკა მეგობარმა, რომელიღაც საიტზე შენი ინტერვიუს ამონარიდი დევს საოცარი სათაურითო! ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ!!! უხეშად რომ ვთქვა, ფ ე ხ ე ბ ზ ე მ კ ი დ ი ა ეს საიტებიც, მათი შემქმნელებიც, მათი მომხმარებლებიანად.
დაბლოკილი მაქვს ყველა საიტი და ჩემამდე არ ვუშვებ მათ ნეგატიურ აურას. დაიხრჩვით საკუთარ ბოღმაში და კიდევ ერთხელ გაიგეთ, რომ დიახ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ჩემს ქმარს! დიახ, ვაძლევ თავისუფლებას, რადგან კაბაზე გამობმით არ ვაპირებ მის დაჭერას და არც მჭირდება! დიახ, უნდა მლანძღოთ კლავიატურით, რადგან ჩემამდე ვერასოდეს ვერ მოხვალთ და ჩემს გზას მით უმეტეს ვერ გაივლით!!! მე ვარ შემდგარი ცოლი, დედა და ქალი!!! თქვენ ხართ შემდგარი ბოროტება! აი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის. ღმერთმა შეგინდოთ უგუნურებო და გაგაბედნიეროთ, რომ სხვისი შურით არ დაიხრჩოთ." განაგრძეთ კითხვა