ინტერვიუში ლიზა ყენიამ და მაია ჯაბუამ დედაშვილობაზე ისაუბრეს (იხილეთ სრულად). მაია ჯაბუამ აღნიშნა, რომ ლიზასთან ჯერ მხოლოდ დედაშვილური ურთიერთობა აქვს, ხოლო რომ გაიზრდება, შემდეგ უკვე მისი მეგობარი იქნება.
"ლიზა ჩემზე ბევრად თბილი ადამიანია, უნარი აქვს ემოციის გამოხატვის - სიხარულის, წყენის. მე ჩემს ემოციებს ვფარავ და ჩვენ ამით ვავსებთ ერთმანეთს. ლიზა სულ მეფერება, მე სულ ვაკონტროლებ ემოციებს. შვილების მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვარ. იმას არ ვგულისხმობ, რომ დავდევ და სადღაც ბუჩქებიდან ვუთვალთვალებ, მაგრამ სულ მათზე ვფიქრობ. თავში სამი ნათურა მაქვს ანთებული და ერთი წამი არ არის ჩამქრალი. უნდა ვიცოდე, ვინ სად და როგორ არის", - ამბობს მაია.
ლიზას ასევე ჰკითხეს მამასთან ურთიერთობაზე - როგორც ცნობილია, ლიზას მამა აჩიკო ყენიაა, რომელსაც ამჟამად სხვა ოჯახი ჰყავს. ლიზა კი ორ ძმასთან, მაია ჯაბუასა და მის მეუღლე ვახტანგ ქუთათელაძესთან ერთად ცხოვრობს. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოგალერეა...