შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი უკვე თურქეთის კლინიკაშია. დედა-შვილი თურქეთში დღეს გამთენიისას გაფრინდა.
ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს: "წუხელ შორენა და ევა გაფრინდნენ თურქეთში.
ევას ტრანსპორტირება რთული და სპეციფიკური იყო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, პერსონალურად ნინო მამალაძეს. შაბათს ხერხემალზე პირველი ურთულესი ოპერაციის ჩატარებაა დაგეგმილი. გუშინ შორენას საბანკო ანგარიშებზე მინიმალური თანხების ჩარიცხვაც კი ძალიან კარგად აისახა.
1 დღეში რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა. მართალია, ეს ოპერაციისთვის არაა საკმარისი თანხა, მაგრამ ძალიან კარგი დასაწყისია. ასე რომ, გთხოვთ, ვისაც რა თანხის საშუალება გაქვთ, იქნებ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე. რაც მთავარია, მინდა, შორენას სახელით ყველას გადმოგცეთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის. მერწმუნეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს ტელეკომპანიის თანამშრომელი.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ თავის თავზე სრულად აიღო ტრანსპორტირების დაფინანსება და პაციენტის უსაფრთხო გადაყვანა საქართველოდან. ევა ბარბაქაძემ გართულებების და დისკომფორტის გარეშე იფრინა და კლინიკაში ოპერაციისთვის ამზადებენ.
შეგახსენებთ, ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
"საქართველოს ბანკი"
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი "რესპუბლიკა"
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი