სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვლავ შეყვარებულია. მისი რჩეული უკრაინული წარმოშობის გოგონაა, რომელიც უნგრეთში ცხოვრობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ერეკლეს და მისი შვილის, ნოდარ კოდუას ფოტოც, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო. წერენ, რომ ირაკლი ბოლო დროს ძალიან სიმპათიურია და ასაკი საერთოდ არ ეტყობა.
სავარაუდოდ, ამაში დიდი წვლილი მის შეყვარებულს მიუძღვის.
შეგახსენებთ, ერეკლეს ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს. იხილეთ ფოტოები