ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საფრანგეთში ისვენებს. ნიცაში სწორედ იმ დღეს ჩაფრინდნენ, როდესაც ტერაქტი მოხდა.
სალომე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ძალიან ბევრი ინერვიულა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
მოგვიანებით შვილებთან ერთად მილანში ბიონსეს კონცერტს დაესწრო და კვლავ ნიცაში დაბრუნდა.
საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა, მეგობრების გაოცება გამოიწვია.
ოთხი შვილის დედის ასეთ ფორმაში ყოფნას, როგორც ჩანს, არ ელოდნენ. სალომემ რამდენიმე თვის წინ გაამხილა დიეტა, რომლის წყალობითაც, სასურველი წონა დაიბრუნა. იხილეთ ფოტო