თინა კანდელაკს არ უყვარს პირადი ცხოვრების დემონსტრირება და ყველაზე საკრალურ თემებს საიდუმლოდ ინახავს. დეკემბრის ბოლოს თინას Instagram-ში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისმა თაყვანისმცემლებმა საქორწინო ბეჭედი შეამჩნიეს და ივარაუდეს, რომ ტელეწამყვანი გათხოვდა.
თინამ ოფიციალურად მხოლოდ ივნისში აღიარა, რომ ნამდვილად გათხოვდა.
ყველა იმის გამოცნობას ცდილობდა, თუ ვინ იყო თინას რჩეული. გუშინ თინა კანდელაკმა ჭორები გააქარწყლა და Instagram-ში ფოტო განათავსა, სადაც კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელთან, ვასილი ბროვკოსთან ერთადაა.
"ისინი საჭმლის მიმართ სიყვარულმა გააერთიანა. როდესაც ერთად ვართ, როგორც ნამდვილ ქართულ ოჯახშია, საჭმელი თავისით ჩნდება", - წერს ტელეწამყვანი.
თინამ ჟურნალ Tatler-თან ინტერვიუში ვასილისთან ურთიერთობაზე ისაუბრა, მაგრამ ამ ურთიერთობას სახელი არ დაარქვა:
"ჩვენ მრავალი წელია, რაც ერთად ვართ. უბრალოდ ერთად ვართ კი არა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთად ვართ... ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით. მან ბევრი რამ მასწავლა, მე კი მას ვასწავლე. მასთან ერთად ყოფნა საინტერესოა, რადგან ჩვენ სულ ვცდილობდით ერთმანეთი ახალი ცოდნით, გამოცდილებით, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით გაგვეკვირვებინა. მას შეუძლია ჩემი გაცინება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მამაკაცი თვითირონიის და იუმორის გრძნობის გარეშე - ჩემი მამაკაცი არ არის". იხ. ფოტოები
მომზადებულია People talk-ის მიხედვით