სერიალი ''ხელოვნური სუნთქვა'' სულ რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო და უკვე უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
თვრამეტი სერიის შემდეგ პირველი სეზონი დამთავრდა. ბევრისთვის გულის დასაწყვეტად, მეორე სეზონი სექტემბერში დაიწყება.
ბოლო სერიაში განვითარებულმა მოვლენებმა ანი ბებიას გმირი გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, ნუცას ქმარი აღარ უყვარს და ყოფილ შეყვარებულთან, რეზისთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა.
მისი თქმით, წლების შემდეგ დაბრუნდება და მელანოს, რომელიც იმ დროისთვის უკვე დიდი გოგო იქნება, ყველაფერს მოუყვება. ნუცას იმედი აქვს, რომ მელანო გაუგებს. სოციალურ ქსელში ნუცას საქციელს შემდეგი კომენტარებით გამოეხმაურა მაყურებელი. იხილეთ...