ნუკა კვალიაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და მეორე ვაჟი - ალექსანდრე (სანი) გააჩინა.
ნუკა ჯერ კიდევ ორსულობის დროს აოცებდა ყველას შესანიშნავი ფორმებით და ბევრიც არ ჰქონდა მომატებული. თუმცა გუშინ გამოქვეყნებულმა ფოტომ მაინც ყველა გააოგნა.
"25 ივლისს, ღამის 04:15 წუთზე ვიმშობიარე, დიეტას არ ვიცავ..." - მიაწერა ფოტოს ნუკამ და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია ამ ფოტომ მის კედელზე. ძირითადად, ქალები სწერდნენ, თუ როგორ მოახერხა ასეთი ფორმების შენარჩუნება, რა ვარჯიშებს აკეთებს და ა.შ. ნუკამ ყველას გასცა პასუხი, რომ ეს არა ამჟამინდელი, არამედ წლობით ვარჯიშის შედეგია. იხილეთ ფოტო