დღეს ცნობილი გახდა, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის, სტანისლავ ბონდარენკოს ბათუმში ჩამოსვლის მიზეზი მომღერალი სალი ხმალაძეა.
დღემდე საქართველოში სალის შესახებ ბევრმა არაფერი ვიცოდით, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სალის რუსეთში სკანდალური იმიჯის სახელი აქვს. რუსულ შოუბიზნესში მარტში გამოჩნდა, სკანდალი კი მას შემდეგ ატყდა, რაც მის კლიპში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა გუშა კუცენკომ.
ამბობენ, წყვილს რომანი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშა კუცენკოს ოჯახი ჰყავსო.
შესაძლოა, ეს მხოლოდ ყვითელი პრესის მიერ აგორებული ჭორია, სალის პირადი ცხოვრება კი პატარა ასაკში დაიწყო.
მომღერალი მეუღლეს დაშორებულია და ზრდის რვა წლის შვილს.
სოციალურ ქსელში სალი წერს, რომ შვილი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია.
სალი რუსეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის, ნინო წიკლაურის ქალიშვილია და სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას კარიერის აწყობა არ გაუჭირდება.
ზოგიც ფიქრობს, რომ ქეთა თოფურიას სალის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. იხილეთ ფოტოები