ბოშათა ქორწილი, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ მიხალოვცში გაიმართა, ალბათ, ბრიტანეთის სამეფოსაც შეშურდება.
პატარძალს 1000-ევროიანი კაბა ეცვა, მაგიდები კერძების სიუხვისგან ჩაზნექილი იყო, ასევე, მიწვეული ჰყავდათ ცნობილი მუსიკალური ჯგუფები.
პატარძლის მამის თქმით, 4-დღიანი ზღაპრული ქორწილი 35 ათასი ევრო დაჯდა.
19 წლის ევასა და 20 წლის ლუკაშის ქორწილი ნამდვილი ინტერნეტჰიტი გახდა. იხილეთ ფოტოები ქორწილიდან...