ტელეწამყვანი და მსახიობი იუნა შაფათავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომლითაც ყოფილ მეუღლეს, ლევან მექვაბიშვილს იცავს. შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული.
პეტრიაშვილს 26 თებერვალს საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს და მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
შაფათავა ყოფილ მეუღლეს დადებითად ახასიათებს და მას მალე გათავისუფლებას უსურვებს. პოსტში ტელეწამყვანი ყოფილი მეუღლის თავდასხმის მსხვერპლსა და მის მეუღლესაც (ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე) მოიხსენიებს, თუმცა მათ გვარებს არ ასახელებს:
"ჩემი ქმარი (ყოფილი) ლაჩარი არ არის. კაცი კაცს რომ სცემს, ორივემ ბრწყინვალედ იცის, რატომ. თებერვალში მთელი თბილისი რომ ღადაობდა - ქალის გულისთვის კაცებმა ერთმანეთი დაკლესო ვაკის სასაფლაოზე - სულ ფეხებზე მეკიდა ჭორები, ვის რა პლატინის საშ(ვილოსნ)ო აქვს და რარიგ დაფასებული, სანამ ერთ დილას 500 ზარი არ დამხვდა ტელეფონზე, უცნობი-ნაცნობი ჟურნალისტების - ჩემს ყოფილ ქმარს უცემია ის კაცი.
მოვლენები ასე ბულგაკოვურად განვითარდა: ნაცემმა შეირგო პოლიტიკური ელფერით "მკვლელობის მიზნით თავდასხმა" და ქალი კი პრესსამსახურის უფროსი გახდა, უზადო რეპუტაციით, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის.
მოღალატეთა ალიანსიც შეიკრა...
ჩემი ყოფილი ქმარი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი იყო სუპერმძიმე წონაში. ვინც არ იცის, ასეთი წონითი კატეგორიის მოკრივის ერთი დარტყმა ყბაში (ტკო) უკვე შშმ პირად აქცევს კაცს სამუდამოდ; სულ არ დასჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, ხერხემალში ისე გადატეხავდა იმ კაცს, თან, დღისით, მზისით, მოწმეების თანდასწრებით, კაცის დასაკლავად არ დადიან "პროფესიონალი კრიმინალები". სცადა გამოძიებამ, ჩაქუჩი ვინმესთვის თავში ეგლიჯა ჩემ ქმარს, საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის? ეჭვი მეპარება. გაგრძელება