პორნოვარსკვლავ საშა გრეის უმცროსკლასელების აღზრდა მიანდეს - Marao

პორნოვარსკვლავ საშა გრეის უმცროსკლასელების აღზრდა მიანდეს

2011-11-24 11:40:03+04:00

უფროსთათვის განკუთვნილი ფილმების ყოფილი ვარსკავლავი საშა გრეი ცოტა ხნის წინ მეტად საინტერესო როლით წარსდგა - უმცროსი კლასების მასწავლებლად. ეს ის საშა გრეია, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის ყველაზე მოთხოვნადი პორნოვარსკვლავების სიაში შედიოდა.

ემერსონის დაწყებით სკოლაში, რომელიც ლოს-ანჯელესის სიახლოვეს მდებარეობს, საშა კითხვის დღეზე მიიწვიეს, სადაც ბავშვებს ხმამაღლა უკითხავდა და უამბობდა, "რას ნიშნავს იყო კარგი". ამ ფაქტს მოგვიანებით დიდი სკანდალი მოჰყვა, როცა რამდენიმე მოსწავლის მშობელმა შეიტყო "მომხიბვლელი დროებითი მასწავლებლის" ვინაობა, თუმცა ახლა ვერ არკვევენ, სკოლის ადმინისტრაციამ თუ იცოდა, ვინ მიიწვია საპასუხისმგებლო ღონისძიებაზე. მართალია, კითხვა კლასის ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა.

ზოგიერთი ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ საშა გრეის უმცროსკლასელებთან შესახვედრად პროდიუსერმა და მსახიობმა ედრიენ ბროუდიმ გაუწია რეკომენდაცია, რომელსაც, ტაბლოიდების ცნობით, მსახიობთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. ადრე ამბობდნენ, რომ გრეი მსახიობ იენ კინამონზე აპირებდა დაქორწინებას, რომელიც ახლდა კიდეც თან "პორნო-ოსკარების" გადაცემის ცერემონიებზე.

მაგრამ, როგორც ჩანს, საშამ გადაწყვიტა ბიწიერ წარსულს ბოლო მოუღოს და უწინდელ კავშირს ნამდვილი "ოსკარის" მომხიბვლელი მფლობელი არჩია - ბროუდი.

სხვათა შორის, საშა გრეი არა მხოლოდ ბავშვებს უკითხავს წიგნებს, თვითონაც წერს. გასულ გაზაფხულზე გამოვიდა 23 წლის "გადამდგარი" პორნოვარსკვლავის პირველი წიგნი, რომელსაც ჰქვია Neu Sex. არსებითად, ეს ავტობიოგრაფიაა, თუმცა თვით მსახიობი ამჯობინებს განსაზღვრებას "ავტოპორტრეტი".

საშა გრეი (მისი ნამდვილი სახელი მარინა ენ ხენცისი) ხუთი წელი იყო პორნოინდუსტრიაში, ათობით პორნოფილმში ითამაშა და შვიდი "პორნოოსკარის" მფლობელია. თვითონ აცხადებს, რომ პორნოგრაფიაში მისი კარიერა 18-დან 22 წლამდე ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. "მე ვრთავდი ნებას, ჩემი სხეული ისე გამოეყენებინათ, როგორც ტილო, როგორც ინსტრუმენტი.

ამან საშუალება მომცა, საკუთარი თავი გამომეკვლია", - აღნიშნავს გოგონა. პორნოინდუსტრიის დატოვების შემდეგ მსახიობმა რამდენიმე ჩვეულებრივ ფილმში, ტელესერიალსა და მუსიკალურ კლიპში მოასწრო გამოჩენა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)