მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქზე" მარიამ კუბლაშვილის ბიზნესის სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც იას სახელს იყენებენ.
''მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან, სახელად ლაქშერი კოსმეტიკი, რომელიც იგივე ყოფილა, რაც დე შელი, ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი. სრული სიცრუეა, არ დაიჯეროთ, მაგათ ვაჩვენებ მე სეირს... წლებია, ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის სახე ვარ და ჟერმენ და კაპუჩინის გარდა სხვა ბრენდს არ ვხმარობ .... თუმცა ერთმა ქალბატონმა თავისი გაკეთებული სახის საცხი გამასინჯა და .......დანარჩენს ხვალ დავწერ''.
''მარიამ კუბლაშვილი ძალიან სასიამოვნო გოგოა და მიკვირს, რატომ მისცა მის თანამშრომლებს მარკეტინგში ტყუილის გარევის უფლება ...ტყუილი ანგრევს და ანადგურებს ბიზნესს'' ..., - ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში. გაგრძელება