მომღერალ სოფო ბედიასა და მისი დედამთილის ურთიერთობის შესახებ უკვე ლამის ლეგენდები დადის.
ორივენი ხშირად საუბრობენ იმაზე, როგორ უგებენ ერთმანეთს და რა კარგად შედგა მათი კავშირი.
ამჯერად საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" სოფო დედამთილს დაბადების დღეს შემდეგი სტატუსით ულოცავს:
„ჩემს უსაყვარლეს დედამთილს (დედას), ვულოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და უფლის წყალობას გისურვებ, ჩემო ტკბილო. მინდა, სულ ბედნიერს გხედავდე შენს დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად და ჩემთან ერთად. მიყვარხარ.“
ცნობილია, რომ სოფოს მეორე მეუღლე მიშა მესხია, რომლის ოჯახთანაც მომღერალს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. ყოველთვის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით უყვარს დედამთილი მაყვალა სანაია, რომელთან ერთადაც დუეტიც კი ჩაწერა მეგრულ ენაზე. სოფო ამბობს, ვაბოდებ ჩემს დედამთილზეო და მას გაცნობის დღიდან დედას ეძახის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მიშა და სოფო ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ იყვნენ. განაგრძეთ კითხვა