მამაკაცები, რომლებმაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობის გული დაიპყრეს.
იტალიელი მონიკა ბელუჩი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალია. მედიის უკანასკნელი ცნობებით, 52 წლის მონიკა ამჟამად 44 წლის ფრანგ მსახიობს, ჟილ ლელუშს ხვდება.
ჩვენ გავიხსენეთ დანარჩენი 6 მამაკაცი, რომლებმაც მსახიობის ცხოვრებაზე გარკვეული კვალი დატოვეს.
1. ალენ დელონი
მონიკა ბელუჩი ალენ დელონს 1989 წელს, სარეკლამო კომპანიის ერთ-ერთი ბეწვეულის ბრენდის გადაღებებზე შეხვდა. ჯერ კიდევ უცნობი დამწყები მოდელისთვის მოწინავე ვარსკვლავთან გადაღებები დიდი წარმატება იყო. როგორც ამბობენ, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მონიკა დელონის მიმზიდველობამ ძალიან მოხიბლა - დელონი ბელუჩიზე 29 წლით უფროსია.
2. კლაუდიო კარლოს ბასო
ფოტოგრაფი კარლოს ბასო იტალიელი ვარსკვლავის პირველი ქმარი გახდა. ისინი 1990 წელს დაქორწინდნენ, როცა ბელუჩი 25 წლის იყო. მანამდე ერთი წლით ადრე მონიკა მილანში გადავიდა, სადაც Elite Model Management-თან პირველი მსხვილი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა. მათი ქორწინება 4 წელს გაგრძელდა. 1994 წელს წყვილი ერთმანეთს გაეყარა.
3. ვენსან კასელი
ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი ბელუჩის ცხოვრებაში მთავარი მამაკაცი იყო, თითქმის 18 წლის მანძილზე. წყვილმა ერთმანეთი ფილმ „ბინის“ გადაღებებზე გაიცნო. რომანის პირველი 3 წლის განმავლობაში, ერთად კიდევ 3 ფილმში ითამაშეს: „დობერმანი“; „როგორიც გინდივარ“; „შეუქცევადი“. 1999 წელს კასელმა ბელუჩის ცოლობა სთხოვა. მიუხედავად ქორწინებისა, მსახიობები ერთად მაინც არ ცხოვრობდნენ. მონიკა ამას თავისუფლების მიმართ სიყვარულით ხსნიდა, პრესა კი მათი ურთიერთობის პრობლემებზე წერდა. მონიკამ და ვენსანმა ჭორები მსახიობის ფეხმძიმობით გააქარწყლეს - მათი პირველი ქალიშვილი, დევა, 2004 წელს დაიბადა. 6 წლის შემდეგ წყვილს მეორე ქალიშვილი, ლეონი შეეძინა. კიდევ 3 წლის შემდეგ წყვილმა განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა: „ჩვენ იმიტომ არ დავშორებივართ, რომ ახალ მამაკაცს შევხვდი და ახალი ურთიერთობა წამოვიწყე. უბრალოდ, ჩვენი ქორწინება ამოიწურა. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება“ - მოგვიანებით განმარტა მსახიობმა. იხილეთ სრულად