მიუხედავად იმისა, რომ ბურაქ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი 2017 წლის შუა ზაფხულს იგეგმება, თურქულ მედიაში საქორწინო ცერემონიისთვის მზადების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.
როგორც მედია გვატყობინებს, მომავალი მეუღლეები ამჟამად ურთიერთობაში კრიზისს განიცდიან. წყვილი ვერ თანხმდება, სად გაატაროს თაფლობის თვე.
ევჯენს თაფლობის თვის გატარება მალდივის კუნძულებზე სურს, როცა ოზჩივიტი მიიჩნევს, რომ ეგზოტიკურ კუნძულებზე დასვენება ფულის უაზროდ ხარჯვა და ზედმეტად დიდი ფუფუნებაა.
მალდივიზე სასტუმროს ნომერი წყვილს 15.000 თურქული ლირა დაუჯდება, ერთკვირიანი ცხოვრება კი 105.000 ლირა ღირს. მსახიობი ცდილობს, საყვარელ ქალს კუნძულზე გამგზავრების იდეა გადააფიქრებინოს, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით უშედეგოა, ურთიერთობაში კი უთანხმოება და კრიზისი მოჰყვა.
წაიკითხეთ სრულად reitingi.ge-ზე.