''ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭსაც კი, მაგრამ სილამაზეს არავითარ შემთხვევაშიო'', თქვა ერთხელ მონიკა ბელუჩიმ.
მართლაც, რატომღაც ლამაზი ქალები ხშირად ხდებიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან. რატომღაც, როცა ქალის სილამაზეს აღიარებენ, სანაცვლოდ მის უჭკუობას უჩივიან. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ლამაზი ქალები ხალხს არასდროს უყვარდა.
ვინ იცის, შეიძლება ამის მიზეზი შურია ან სულაც, სილამაზით გამოწვეული ზღვარგადასული თავდაჯერებულობა. იქნებ სამყაროს კანონზომიერება განაპირობებს ამას? აძლევს ქალს სილამაზეს და აიძულებს, ამის ნაცვლად, სხვა რამეზე თქვას უარი?
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ არსებობენ ქალები, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს.
გთავაზობთ ხუთ სელებრითს, რომლებსაც ხალხი სილამაზეს არ პატიობს:
''მის სამყარო 2016''-ზე საქართველო ნუკა ყარალაშვილმა წარადგინა.
გოგონა სამოდელო ბიზნესში 16 წლიდან არის ჩართული. ამ დროის განმავლობაში ის თანამშრომლობდა სააგენტო Image Centre-თან და მილანურ სააგენტო THE ONE MODELS-თან.
ნუკამ პოპულარობა "მის საქართველოს" ტიტულის მიღების შემდეგ მოიპოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხალხის სიმპათია ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელი ყოფილა, ვიდრე ყურადღება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარ თავს ხმამაღალი შეძახილით წარადგენენ. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნუკასთვის კრიტიკა და სალანძღავი ეპითეტები და შედარებები არავინ დაიშურა. "ფარშევანგს ჰგავს, სილამაზეც არაინტელექტუალური აქვს", "რა აკივლებს?!", "რას ჰგავს, უკეთესი ვერავინ ნახეს?", - წერენ ნუკას ვიდეოს კომენტარებში. წაიკითხეთ სრულად