"მისტერ თბილისის" წოდებას ხშირად თან ახლავს სკანდალები და ჭორები. "მისტერ თბილისი 2017"-ზე, რომა რამაზაშვილზეც ბევრს ჭორაობენ...
ამბობენ, მარკუს მეტრეველთან აქვს რომანი და მის გამარჯვებაშიც სწორედ მარკუსის ხელი ურევიაო. ამ ყველაფერზე ჩვენ რომას ვესაუბრეთ და მან გვიამბო არა მარტო ჭორებზე, არამედ იმაზე, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში და რას გეგმავს სამომავლოდ.
- რას საქმიანობთ და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
- სამსახური, გადაღებები... მაქსიმალურად დატვირთული ვარ.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში "მისტერ თბილისის" ტიტულის მოპოვების შემდეგ?
- საკუთარ თავზე მეტი ჭორი მესმის. რა თქმა უნდა, კარგი ცვლილებებიც ბევრია, მაგალითად, ხშირად ვიღებ საინტერესო შემოთავაზებებს.
- თქვენ, როგორც ვხვდები, უარყოფითად არ რეაგირებთ ჭორებზე...
- ადრე მქონდა უარყოფითი რეაქციები, თუმცა ახლა მივეჩვიე და უფრო მეცინება (იცინის).
- რომელმა ჭორმა გაგახალისათ ყველაზე მეტად?
- თანაბრად მახალისებს უკვე ყველა ჭორი.
- მომღერალ მარკუს მეტრეველსა და თქვენს რომანზე გავრცელებულ ჭორზე რას იტყვით? ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ reitingi.ge-ზე...