საუდის არაბეთში სასამართლომ ჩაქუჩის 10 დარტყმით მორიგი განაჩენი გამოიტანა - ქალი ავტომობილის საჭესთან ჯდომისთვის დააპატიმრეს.
საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში 1932 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სატრანსპორტო საშუალებების საჭესთან ჯდომა ეკრძალებათ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის მმართველმა, აბდულამ განაცხადა, 2015 წლიდან ქალები უფლაბამოსილები გახდებიან, მართონ ავტომობილი. მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და... ქალს, სახელად შემას ავტომობილის მართვისთვის მკაცრი განაჩენი - თავისუფლების აღკვეთა - გამოუტანეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთში არსებობს ორგანიზაცია სახელწოდებით Women2drive, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს უფლება მისცენ ქალებს, მართონ ავტომობილი. ორგანიზიცია პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც მართავს.
"ერთადერთი რაც გვინდა, - ჩვენი საქმე ჩვენვე მოვაგვაროთ და დახმარებისთვის სხვა მძღოლებს არ მივმართოთ", - აცხადებენ Women2drive-ის წევრები.