ჰოლივუდში, სადაც მარადიული ახალგაზრდობის კულტია, პლასტიკური ქირურგები არასოდეს სხედან უსაქმოდ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბოტოქსის ინექციები იქ ისეთივე ნორმად ითვლება, როგორც სტომატოლოგთან ვიზიტი, თუნდაც მსახიობი ჯერ 30 წლისაც არ იყოს. შედეგად - ვარსკვლავების სახეს აქვს ტენდენცია, დროის განმავლობაში უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეიცვალოს.
ანჯელინა ჯოლი, მადონა და ლინდსეი ლოჰანი - როდის უფრო მოგწონთ ისინი, ოპერაციამდე თუ შემდეგ?
ანჯელინა ჯოლი 30 წლის შემდეგ ბევრად ლამაზია, ვიდრე 20-ის იყო, დემი მური კი ოპერაციების შედეგად ბევრად ძვირად ღირებულ ვარსკვლავად იქცა. და როგორ წარიმართებოდა მერილინ მონროს კარიერა, ცხვირი რომ არ გადაეკეთებინა? ტომ კრუზი კი უცნობი, კბილებდაგრეხილი ბიჭუნადან მომხიბვლელ სუპერვარსკვლავად იქცა.
მაგრამ თუკი ერთნი ოპერაციების შემდეგ მეტად გალამაზდნენ და დაიხვეწნენ, მეორისთვის პლასტიკური ქირურგია კარიერის დამანგრევლად იქცა. მიკი რურკი, ჰოლივუდის მაგარი ბიჭი, რომელიც 80-იანებში წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა, სახის გადაჭიმვის შემდეგ სარეკლამო რგოლებს ვერ სცდება.
იგივე შეიძლება ითქვას მეგ რაიანზეც - საყვარელ გოგონას სექსუალურ ქალად გადაქცევა მოუნდა. ჰოლივუდს კი ისევ ის დაუდევარი და საყვარელი გოგო უნდოდა როლებისთვის, როგორიც იყო ფილმებში "ფრანგული კოცნა" და "თქვენს სახელზე წერილია". ასე რომ, მანამ გადაწყვეტდეთ გარეგნობის შეცვლას, კარგად დაფიქრდით.
იხილეთ ფოტოგალერეა