ცნობილებს უყვართ და იციან კოცნა; ამასთან, სიამოვნებით აკეთებენ ამას სახალხოდ. მეგობრული, ვნებიანი, გამიზნული თუ პროვოკაციული... როგორ კოცნას ანიჭებთ თქვენ უპირატესობას?
იხილეთ ფოტოგალერეა
ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის კოცნა ბუკინგემის სასახლის აივანზე, მათი ქორწინების დღეს, ისტორიაში შევა.
11-წლიანი ქორწინების შემდეგ ჯონ ტრავოლტასა და კელი პრესტონის კოცნა აღარავის უკვირს.
პამელა ანდერსონსა და მისი ყოფილ ქმარ ტომი ლის არასოდეს დაუფარავთ ხალხში საკუთარი გრძნობები, მაგრამ მათი ვნებიანი კოცნა კინოთეატრებსა და საფეხბურთო მატჩებზე ნაკლებ ინტერესს იწვევდა, ვიდრე მათი სკანდალური სახლის ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა.
პენელოპა კრუსისა და ჯონი დეპის მეგობრულ კოცნას არასოდეს გამოუწვევია აჟიოტაჟი, ყველამ იცის, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.
მარკ ჯეიკობსისა და ლორენცო მარტონეს სამსახურებრივი რომანი ქორწინებით მაინც არ დასრულდა.
ფილმ "Blood Ties"-ში მილა კუნისი და კლაივ ოუენი საყვარლებს თამაშობენ. მსახიობები იმდენად დამაჯერებლად განასახიერებენ ეკრანზე ვნებას, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ მათი რომანის შესახებ ჭორები გარდაუვალი იქნება.
ნიკი მინაჟი, რომელიც დღითიდღე უსწრებს პოპულარობით ლედი გაგას, აფასებს თავისი თაყვანისმცემლების ერთგულებასა და სიყვარულს. მადლობის ნიშნად მომღერალმა ფანების მიერ ნაჩუქარ პლუშის დათუნიას აკოცა.
მადონასა და ბრიტნი სპირსის პროვოკაციულმა კოცნამ 2003 წლის MTV Video Music AWard-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ორივე მომღერლის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. "ბრიტნიმ კარგი კოცნა იცის", - ასე შეაფასა პოპპრინცესას ტალანტი მადონამ.
როცა პერის ჰილტონს მამაკაცების ყურადღება აკლია, ის ზოოპარკს მიაშურებს ხოლმე. ელიტურმა ქალბატონმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ შიმპანზეს კოცნა მამაკაცის ამბორზე არაფრით ნაკლები არის.
იხილეთ ფოტოგალერეა