ბრაზილიის ყველაზე ლამაზი უკანალის მფლობელმა, ანდრესა ურაკმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან, კრიშტიანუ რონალდუსთან რომანი ჰქონდა.
სპორტსმენი, რომელიც რუსი წარმოშობის მოდელ ირინა შეიკზეა დანიშნული, კატეგორიულად უარყოფს "მის უკანალთან" რაიმე თავგადასავალს.
"ის "კვიცს" მეძახდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი უკანალი ესიზმრებოდა", - განაცხადა 27 წლის ანდრესამ.
გოგონას თქმით, მას და რონალდუს მიმოწერა ჰქონდათ, რამდენჯერმე ისაუბრეს, შემდეგ კი მადრიდში ერთმანეთს შეხვდნენ. ბრაზილიელი ლამაზმანის სიტყვებით, გასულ კვირას მათ ძვირფას სასტუმროში ჰქონდათ ინტიმური პაემანი.
რაც შეეხება ირინას, კრიშტიანუმ თითქოს დაარწმუნა ანდრესა, რომ მას მოდელთან არაფერი სერიოზული არ აქვს.
"ეს არაჩვეულებრივი იყო. მას იდეალური აღნაგობა აქვს, ისეთი, როგორიც ბერძნულ ღვთაებას. ეს საათობით გრძელდებოდა და კრიშტიანუ გაუჩერებლად საუბრობდა ჩემს უკანალზე", - განაცხადა ბრაზილიელმა ლამაზმანმა.
ერთადერთი, რაც ანდრესას არ მოეწონა, ის იყო, რომ რონალდუ და მისი დაცვა პაპარაცებისგან მის დამალვას ცდილობდნენ და ისე ექცეოდნენ, როგორც ტყვეს. ბრაზილიელის თქმით, მეორედ ალბათ აღარ მოუნდება ფეხბურთელთან შეხვედრა.
თავად 28 წლის კრიშტიანუ აცხადებს, რომ ამ ისტორიამ საშინლად გააბრაზა, რადგან ვიღაცას მის ხარჯზე სახელის მოხვეჭა სურს.
საკუთარ "თვითერში" ფეხბურთელმა დაწერა, რომ ამ სასტუმროში ის მხოლოდ ესპანური ჟურნალისთვის ინტერვიუს მისაცემად იმყოფებოდა.
"ყველაფერი დანარჩენი – ტყუილი და ფარსია", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, თავის დროზე რონალდუს ექს-შეყვარებულმა ჟურნალისტებს უამბო, რომ რონალდუს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, თუმცა არც ისე მახვილგონიერია და არც საწოლშია განსაკუთრებული.
მასალის წყარო: Sun