სავაშ ბალდარი - ქართველი ქალბატონების თურქი გულთამპყრობელი
სავაშ ბალდარი - ქართველი ქალბატონების თურქი  გულთამპყრობელი
"სიყვარული და სასჯელი" - თურქულენოვანი სერიალია, რომელმაც ბოლო პერიოდია, ყველა თაობის ქართველი მაყურებლის გული დაიპყრო და პრაქტიკულად, მთელი თბილისი (და არა მარტო თბილისი) აალაპარაკა.

მასზე საუბრობენ და აქტიურად განიხილავენ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე საზოგადოებრივ დაწესებულებებში. განსაკუთრებულად კი, სერიალის მაყურებელთა შორის მთავარი გმირით აღფრთოვანებული ქალბატონები აქტიურობენ.


სავაშ ბალდარი თანამედროვე მამაკაცის იდეალი და ქალბატონების ნამდვილი გულთამპყობელია. "ის ნამდვილი მამაკაცია" - ერთხმად აცხადებენ მაყურებლები და აქტიურად განაგრძობენ ბალდარების ოჯახური კლანის ახალი თავკაცის გულშემატკივრობას.

ალბათ, ყველასათვის საინტერესოა, ვინ დგას რეალურად სავაშ ბალდარის პერსონაჟის უკან. გაიცანით, ეს 34 წლის მსახიობი მურატ ილდირიმია, რომელიც 1979 წლის 13 აპრილს დაიბადა ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, ქალაქ კონიაში. დედა თარჯიმანი გახლდათ, მამა კი - ლიტერატურის მასწავლებელი.

მურატმა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სპექტაკლებში და სამსახიობო ხელოვნებასაც ეუფლებოდა ერთ-ერთ დრამატულ სკოლაში.

ამჟამად დაქორწინებულია ცნობილ თურქ მსახიობ ბურსინ ტერზიოღლუზე, რომელიც ერთ-ერთ კასტინგზე გაიცნო და როგორც თავად აცხადებს, მას შემდეგ აღარ დაშორებია. წყვილი ჯერჯერობით თავს იკავებს შვილის ყოლისაგან და ძირითად დროს კარიერულ ზრდას უთმობს.

მურატ ილდირიმის აქტიური კინოკარიერა დაიწყო 2004 წელს, სერიალიდან "დიდი ტყუილი", რასაც მოჰყვა გახმაურებული ტელენოველები: "ქარიშხალი" და "ასი", ხოლო 2010 წელს გამოსულმა სერიალმა "სიყვარული და სასჯელი", მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

გუშაგი

კომენტარები (362)
ელენე
მურატ თუ ლამაზი ქალები გზიბლავს ცოლი რომ მოგყავდა თვალები სად გქონდა?
ვაი ვაი
რატომ დამთავრდი სავაშ??ცემი კუკულა
NONA
ფილში ნამდვილი მამაკაცის სახე განასახიერა სავაშმა, საინტერესოა ცხოვრებაში როგორი პიროვნებაა,
ლიკა
ამ სერიალს არ ვუყურებდი უფრო სწორად ვერ ვუყურებდი ამიტომ არც სურვილი მქონია და არც საშუალება მენახა. 14 წლის ვარ მაგრამ იმაზე მეტს ვხვდები ვიდრე ნებისმიერი ქართველი ადამიანი ვინც ამ სერიალს უბრალოდ სერიალად აღიქვამს და ვერ ხვდება თუ რატომ გადის ეს ფილმი ყველაზე ხშირად და განსაკუთრებით შაბათ-კვირას გიჭედავთ ტვინს. უბრალოდ დავინტერესდი რაზე ფუსფუსებდა ხალხის ეს მასა ასეთი აღტაცებით არა ვცდები რაზე კი არა ვისზე თურმე სავაშზე მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა რაც ამ სერიალშია ჩადებული კარგად გაიკითხეთ სად უფრო პოპულარულია აქ თუ მშობლიურ ქვეყანაში ეგ თქვენი ''სიყვარული და სასჯელი'' თავისი სავაშითურთ. იმედია ხვდებით რას ვგულისხმობ. მთელი დასავლეთ საქართველო წალეკა თურქთმა და მისმა ტრადიციებმა ეს მაქინაციაა რომელიც ხალხს აშტერებს ხო ეგრეა ბევრია დაშტერებული და კიდევ 10000ჯერ მეტი გამოსტერდება ! მანამდე ივლის ეს ჩვენი ერთ დროს დიადი ქვეყანა უკან სანამ ხალხი გონს არ მოეგება !
ლანა
ძან მაგარი სერალია.ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ცხოვრებისეულია.რაც შეეხება სავაშს ძალიან უხდება ეს როლი და ძალიან მომცონს მაგარი საყვარელი ბიჩია.
თეა აბულაძე
ძალიან მაგარი მსახიობია სავაშ ბალდარი. ძალიან,ძალიან,ძალიან მაგრაად მიყვარხააააააააააარრრ სავაშ.
რა ვი
êგრე მაგრად დააკლდა ხალხს ამ ცოტა ხანში? :D
ელა
მარტლა მაგარი სერიალია რატომაც არა სავასი არის ჯელტმენი საყვარელი კალისტვის ყველაფერს აკეტებს
მაიკო
დზალიან მომწონს და უზომოდ მიყვარს ყველა დამეტანხმება იმასჰი რომ ესეტი ლამაზი მამაკაზციკ მხოლოდ 1ა
ნეკას
თუ არ კითხულობ როგორ გაეცი პასუხი???????
გააკეთეთ კომენტარი
Captcha
Refresh Captcha
ყურადღება!!! რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!
ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
ფასი:  2500 $
ფასი:  2500 $
ფასი:  3000 $
ფასი:  1000 $
ფასი:  6000 $
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არქივის კალენდარი
«« სექტემბერი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345