სოჭში, ოლიმპიადის გახსნაზე ირინა შეიკის გამოსვლას და ქართული დელეგაციის გამოსვლისას საქართველოს რუკის "დაბინდვას" საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ირინა შეიკს, რომელიც აქამდე ქართველების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, "ფეისბუქის" გვერდზე უამრავი ქართველი სწერდა ერთსა და იმავე ტექსტს: "აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო!!!"
ირინასგან განსაკუთრებულად გვეწყინა ქართველებს, რადგან ცნობილია, რომ ირინას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით მისი და ირაკლი ფირცხალავას მიერ შესრულებული "განდაგანაც" გავრცელდა; ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ჩვენებაზე გამოსვლას სიხარულით დათანხმდა და თბილისშიც კი იმყოფებოდა თავის საქმროსთან, რონალდუსთან ერთად.
"რეიტინგს" არაერთხელ დაუწერია, თუ საიდან მოდის ირინას ქართველებისადმი სიყვარული. ამას ღრმა ფესვები აქვს და ერთი პროვინციელი გოგონას კარიერის დასაწყისს უკავშირდება. ის გოგონა ირინა შაიხლსილამოვა იყო, რომელიც სწორედ ქართველმა მამაკაცმა აღმოაჩინა და მსოფლიოს "აჩუქა" წარმატებული და მომხიბვლელი მოდელი ირინა შეიკი.
იხილეთ სრულად: reitingi.ge