მიშა "პარიკმახერი" ია ფარულავას ოჯახური სკანდალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს - Marao

მიშა "პარიკმახერი" ია ფარულავას ოჯახური სკანდალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

2014-03-04 12:00:00+04:00

უკვე ორი დღეა, სოციალურ ქსელში ხალხს გასართობი მიეცა. ია ფარულავასგან სკანდალები აღარავის უკვირს, მაგრამ მისი ბოლო ქმრის, ტარიელ სუარის სტატუსებმა იმხელა ამბავი გამოიწვია, რომ სკანდალმა უფრო სასაცილო სახე მიიღო და საზოგადოებაც გაამხიარულა.

როგორც უკვე იცით, გიტარისტი იასთან დაშორებას სტილისტ მიშა გასიტაშვილს აბრალებს. ჩემზე საშინელებებს მესიჯობდნენ და სულ ბედნიერი იყავი "შენს მიშა პარიკმახერთან" ერთადო, მიმართავდა ტარიელი იას.

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გუშინ კი ტარიელ სუარმა ახალი პოსტით "გაგვანებივრა". "იასნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ერი, რომელიც ასეთ ადამიანებს არ დააფასებს, არც იებით მოფენილ უმშვენიერეს გაზაფხულს არ იმსახურებს". - წერდა სუარი.

როგორც ჩანს, მეორე დღეს ტარიელს გაბრაზებამ ცოტათი გადაუარა. ამასობაში ქმრის ასეთ გამოხდომებს ია საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და ყველას სთხოვა ტარიელ სუარის დაბლოკვა. ყველაზე მეტად კი ამ აურზაურიდან სკანდალის მთავარმა მოქმედმა გმირმა - მიშა "პარიკმახერმა" იხალისა.

სანამ ცოლ-ქმარი საქმეებს სოციალური ქსელით არჩევს, სრულიად ქართული შოუბიზნესი მიშას თავს დამტყდარ გაუგებრობაზე ხალისობს. მიშა ხომ ყველასთვის საყვარელი სტილისტი თუ არა, მეგობარი მაინც არის.

ის უკვე საშიშ "ოჯახების მნგრეველად" იქცა. მამულიჩამ წინასწარ თავი დაიზღვია და მიშას თხოვნით მიმართა: "ძალიან გთხოვ, ლელასთან არ გააბა მიმოწერა". ამ ამბავზე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი, სალომე ღვინიაშვილი, ინგა გრიგოლია, ქრისტინე იმედაძე და სხვებიც ხალისობენ.

მოკლედ, თუ ვინმეს ოჯახური კერა მოგბეზრებიათ, სტილისტი მიშა მზადყოფნაშია. ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი, მიშა ტარიელ სუარის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი მიმოწერა მას იასთან არ ჰქონია.

მიშა გასიტაშვილი: პასუხებს ვერ გაგცემთ ვერაფერზე, რადგან ამ სასაცილო თემაზე არ მინდა არანაირი კომენტარის გაკეთება. Facebook-ზეც ვხალისობ, აბა, რა უნდა ვქნა, არ ვიხალისო? ახლა არ გიმესიჯო და არ დაგინგრიო ოჯახი Smile

- მართლა გქონდათ მსგავსი მიმოწერა შენ და იას?

- არა, რა სისულელეა. მორჩა, მეტს აღარაფერს ვამბობ, თორემ დაგიმესიჯებთ და ნახავთ, რომ დაგენგრევათ ოჯახი. ამიტომ შემეშვით, გკოცნით, პაკა.

ეკა ჩიკვაიძე