კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვა. მსახიობი ვერაზე, ლურჯ მონასტერთან დაჭრეს.
კაბუს თავს ორი უცნობი მამაკაცი დაესხა და ბარძაყის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. მსახიობს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
მოგვიანებით მსახიობი ყვებოდა, რომ არანაირი შეკამათება არ მოსვლია. შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ის "ვანოს შოუში'' ქურდებზე ნათქვამი ხუმრობის გამო დაჭრეს. კაბუ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა.
ამბობდა, კარგად ვიცნობ, ვისზეც ვიხუმრე, კარგი ბიჭები არიან; ვიღაც ფარჩაკებმა დამჭრესო. გუშინ კი ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც კაბუ უცნობ პიროვნებასთან ერთად ფართომასშტაბიან ძარცვაზე საუბრობს.
იხილეთ სრულად: reitingi.ge