ვახტანგ რჩეულიშვილმა ხუმრობა-ხუმრობაში "ორი ვარსკვლავის" რამდენიმე ტური ისე გადალახა, აუტსაიდერთა რიგებში არც მოხვედრილა, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისგან მაინცდამაინც მაღალ ქულებს არ იმსახურებს.
სამაგიეროდ, ეს-ემ-ეს-ებით მაყურებელი ანებივრებს, რისი საშუალებითაც ის შოუში რჩება და ლამის ნახევარი პროექტიც გაილია.
საინტერესოა, რას ფიქრობს "ორი ვარსკვლავის" ყველაზე ხანდაზმული მონაწილე კონკურსში მონაწილეობაზე, საკუთარ მუსიკალურ მონაცემებსა და იმ სიმღერაზე, რომელსაც მორიგი ტურისთვის ამზადებს.
სწორედ ამიტომ "ამბები.გე" ბატონ ვახტანგს დაუკავშირდა.
- რისი ბრალია, აქამდე პროექტი რომ არ დატოვეთ?
- ჟიური საკმაოდ მკაცრად კი მაფასებს, მაგრამ ბევრი მხარდამჭერი მყავს და მესიჯებს ისინი მიგზავნიან. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, ყველაფერს ეს-ემ-ეს-ები წყვეტს. ჟიურის ქულებს მესიჯები სწონის.
წინა ჯერზე ორი წყვილი, 40-40 ქულით, აუტსაიდერებში აღმოჩნდა; დიახ, გოგოლა კალანდაძე და მიშა ხუჯაძე გაგდების კანდიდატები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟიურის მიერ დაწერილი მათზე დაბალი ქულები გვქონდა, აუტსაიდერებში არ მოვხვდით. დასკვნა ერთია, მოქმედებს ეს-ემ-ეს-ები და არა ჟიურის შეფასება...
იხილეთ სრულად: ambebi.ge