''ორი ვარსკვლავის'' მორიგ საკონკურსო ტურს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.
ჯერ გადაცემის მსვლელობისას, პროტესტის ნიშნად, თეონა კონტრიძემ დატოვა შოუ, რომელსაც ზურა ყიფშიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებული კომენტარები არ მოეწონა; ბოლოს კი აუტსაიდერებში მოხვედრილი ნინას და ვახოს წყვილი დაემშვიდობა "ორ ვარსკვლავს''.
მართალია, მოგვიანებით თეონა ჟიურიში დააბრუნეს, მაგრამ ნინა და ვახო "ორ ვარსკვლავს'' გამოეთიშნენ. ეს ისედაც ცხადი იყო, რადგან შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვახომ დააანონსა, რომ პროექტს დატოვებდა, რადგან ჟიურის შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვეღარ უძლებდა; თუმცა, როგორც ჩანს, ეს მაინც კონკურსის ფარგლებში მოხდა.
მოგვიანებით, ვახომ სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა:
იხილეთ სრულად: reitingi.ge