39 წლის ჰოლივუდის მსახიობი და ქალთა გულთამპყრობელი უამრავ დროს ხარჯავს გართობაზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
რამდენიმე დღის წინ ლეონარდო დი კაპრიო კალიფორნიაში, ცნობილ ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე, Coachella-ზე იმყოფებოდა.
მიუხედავად მსახიობის დიდი მცდელობისა, გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო და ხალხის ბრბოში ისე გარეულიყო, ზოგიერთმა ის მაინც იცნო და პატარა ვიდეოც გადაუღო მსახიობს ცეკვის დროს.
მაგრამ მსახიობი მხოლოდ მუსიკალურ ფესტივალზე დროსტარებას არ ჯერდება, ის ლამაზმანებთანაც ერთობა.
ასევე რამდენიმე დღის წინ დი კაპრიო ბორას პლაჟზე – მოდელ ტონი გარნთან ერთად შენიშნეს და პაპარაცებმა წყვილის პიკანტური მომენტებიც დააფიქსირეს. გოგონა ტოპლეს ირუჯებოდა, ხოლო მსახიობი არ ფარავდა თავის მოზრდილ ღიპს.
შეგახსენებთ, უცოლო მსახიობმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეძებს ისეთ ცხოვრების მეგზურს, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა ექნება.
მასალის წყარო: Daily Mail