მომღერალი თამთა გოდუაძე ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში მოღვაწეობს და შესაბამისად, ამ დრომდე მას ბერძენი მელომანები უფრო იცნობდნენ, ვიდრე ქართველები.
მომღერალმა წარმატებას სატელევიზიო-მუსიკალურ ტალანტ-შოუ "სუპერ აიდოლში" მიაღწია და პოპულარობა დღემდე შეინარჩუნა. დღეს ის თავად არის მუსიკალური ტალანტ-შოუს ჟიურის წევრი.
თამთა ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თამთას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა: მისმა ახალმა სიმღერამ PARE ME საბერძნეთის ჩარტებში უკვე მოიპოვა ლიდერობა. მანამდე თამთა აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის, MAD AWARDS-ის დაჯილდოებაში.
თამთა თანამედროვე პოპ-ვარსკვლავია და მან კარგად იცის ეპატაჟის ძალა... მას თავისუფლად შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი სხეულის სრული მომხიბვლელობა და რა დაეხმარება ამაში, თუ არა შესაბამისი სტილის სამოსი...
იხილეთ ვიდეო