რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა სააღდგომოდ სამშობლოს ესტუმრა.
ამ ვიზიტისთვის მომღერალი კარგა ხანია ემზადებოდა და სოციალურ ქსელში მოსკოვი-თბილისის რეისის ბილეთების ფოტოებს აქვეყნებდა. დღეს კი ირაკლის "ინსტრაგრამზე" ანძის ფონზე გადაღებული სურათი გაჩნდა წარწერით - Мой Тбилиси.