მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, რომელიც დედის მსგავსად, მომღერლობას აპირებს, ყურადღების ცენტრში Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ აღმოჩნდა, რომელშიც გოგონა წერს, რომ შეწუხებულია მამაკაცების მხრიდან დაინტერესებით.
ის აღნიშნავს, რომ მეტწილად "მამისტოლა დაავადებული" მამაკაცები ეხმიანებიან.
Facebook/ ლიზა ყენია:
"გთხოვთ, ინბოქსში ნუ მითანხმებთ, ვიმეგობროთ თუ არა, და გთხოვთ, მამისტოლა კაცები ნუ მწერთ. ასეთი მოზღვავებული პედოფილობა არ ვიცი მე, სენია უკვე დაავადებულების და ხო, კიდე... ქალებო, ქმრებს მიხედეთ, გთხოვთ" - წერს ლიზა სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, ლიზა რამდენიმე პოპულარული მუსიკალური სატელევიზიო შოუს მონაწილე იყო. ბოლოს ის მაყურებელმა ტელე-იმედის "ახალი ხმის" საბავშვო კონკურსში იხილა.
16 წლის ლიზა ყენია გარეგნობის წყალობითაც ხვდება ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკუთარი Facebook-ის გვერდზე საკმაოდ გამომწვევ ფოტოებს აქვეყნებს.
წყარო: ambebi.ge