გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონმა სტარტი აიღო… შესაბამისად, იმ ქართველი ვარსკვლავების "ფეისბუქ-გვერდებიც" გააქტიურდა, რომლებიც წელს შოუში მონაწილეობენ.
გიორგი ნაზღაიძემ რამდენიმე სელფფოტო გუშინვე გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანს, სადაც კადრში სხვა მონაწილეებთან ერთად თიკა ჯამბურიაც ჩანს, ასეთი სტატუსი დაურთო - "თიკა ყველაზე ჯანმრთელია".
რამდენიმე სააგენტომ ამ ფაქტს ნიუსიც "მიუძღვნა" სათაურით - "გიორგი ნაზღაიძეს თვალი თიკა ჯამბურიას მკერდისკენ გაურბის". როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ჯამბურიას გაღიზიანება და ამ ფოტოს ქვეშ ცოტა ხანში ნაზღაიძის მისამართით თიკას კომენტარიც გაჩნდა – "ნაგავო!!!"