პოპის დედოფალმა მადონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვარსკვლავი იმ "სამოსშია გამოწყობილი", რომლითაც თითქოს ნიუ-იორკის მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე - კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლის Metropolitan Met Ball-ზე უნდა გამოცხადებულიყო.
ფოტოხუმრობა, რომელზეც 55 წლის პოპ-დივას სხეულზე მხოლოდ თეთრი ლენტი აქვს შემოხვეული, რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.
მადონას შიშველ მკერდს ფოტოზე ფარავს წარწერა "ცენზურით აკრძალულია"! "აი, რის ჩაცმას ვაპირებდი Met Ball-ზე, მაგრამ ანამ (ვინტური) განაცხადა: "არა, წელს არა!" ამიტომაც ამის მაგივრად მუსიკაზე ვიმუშავებ", - წერს "ისტაგრამზე" მომღერალი.
ის ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავის თამამ გამოსვლებს აკრიტიკებენ და ცდილობენ, მომღერალზე გაავრცელონ საკუთარი ცრურწმენები, მადონას სასაცილოდ არ ყოფნის.
მასალის წყარო: Contact Music