მალე ვალერი მელაძეს 50 წელი შეუსრულდება და როგორც ჩანს, იუბილეს აღნიშვნა მომღერალმა ახალი ცხოვრების დაწყებით გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის, როგორც იქნა, დაშორდა ცოლს, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა.
ვალერი მელაძე წლების მანძილზე მალავდა თავის რომანს ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილ სოლისტთან - 34 წლის ალბინა ჯანაბაევასთან, რომელმაც ახლახან უკვე მეორე ვაჟი გაუჩინა.
მელაძეს ყოფილ ცოლთან, ირინასთან სამი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო ალბინასთან - ორი ვაჟი. პირველი ვაჟის - კონსტანტინეს შესახებ (რომელიც უკვე ცხრა წლისაა) პირველად სატელევიზიო ეთერში რამდენიმე თვის წინ ისაუბრა.
მისი მამობა კი ბავშვის დაბადებიდან ხუთი წლის შემდეგ აღიარა.
მელაძის ქალიშვილებს არ აქვთ სურვილი, ჰქონდეთ რაიმე კონტაქტი თავიანთ ძმასთან, რის გამოც მომღერალი მწუხარებას გამოთქვამს. ყოფილი მეუღლე ირინა ძალიან ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას და სასამართლოს დამატებით ვადებს სთხოვდა, რის გამოც განქორწინების პროცესი ძალიან გაიწელა.
საინტერესოა, პირველი ქორწინების შემდეგ შექმნის თუ არა ოჯახს მეორედ ვალერი მელაძე ალბინა ჯანაბაევასთან, რომელთან ურთიერთობას უკვე აღარ მალავს.