ლატვიის ქალაქ იურმალაში მე-13 საერთაშორისო მუსიკალურმა კონკურსმა "ახალმა ტალღამ" სტარტი აიღო.
წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. "ახალ ტალღას" უძღვებიან რუსული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები:
ლიპა, ანა სემენოვიჩი, სტას კოსტიუშკინი, ალექსანდრ რევა, სერგეი ლაზარევი და ლერა კუდრიავცევა. მათ საკონცერტო დარბაზ "ძინტარის" სცენაზე ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი იგორ კრუტოი მიიწვიეს, რომელმაც კონკურსი გახსნილად გამოაცხადა. გახსნის ცერემონია ტელეკომპანია "იმედმა" პირდაპირ ეთერში გადასცა.
იხილეთ ვიდეო